ზოგადი წესები და პირობები
- ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ და ვერიფიცირებულ მომხმარებლებს.
- ონლაინ ბილეთის საფასურის გადახდა ვიზა და მასტერქარდის ან ამექსის პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.
- თითოეულ ვერიფიცირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 6 ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლია თავის და მეგობრების სახელზე.
- ყველა ბილეთი არის სახელობითი
- გაყიდული ონლაინ ბილეთი უკან არ ბრუნდება.
ივენთზე დასაშვებად აუცილებელია წარადგინოთ:- ამობეჭდილი ონლაინ ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის ეკრანზე
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
გაითვალისწინეთ ფესტივალის ტერიტორიაზე სასტიკად აკრძალულია:
- საცეკვაო მოედანზე ტელეფონის ეკრანის და ფლეშ სანათის გამოყენება
- საცეკვაო მოედანზე ფოტო და ვიდეო გადაღება
- 18 წლამდე პირების დაშვება (თუ არ არის სხვა ინფორმაცია მითითებული უშუალოდ ივენთის გვერდზე)
- ტერიტორიაზე ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების და სხვადასხვა სითხეების შეტანა
- ონლაინ ბილეთის სხვისთვის გადაცემა
- ადამიანების მიმართ აგრესიის გამოვლენა
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული წესი არ იქნება დაცული, ფესტივალის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაგატოვებინოთ ტერიტორია.